საქართველო

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დასახელდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე დასახელდა.

თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.

ღონისძიებაზე ერთად მივიდნენ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე – სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.