საქართველო

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩს ხვდებიან.

შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.