მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა YouTube-ის კალიფორნიის შტაბ-ბინასთან, რის შემდეგაც თავი მოიკლა

ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა YouTube -ის ჩრდილოეთ კალიფორნიის შტაბ-ბინასთან, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

36 წლის მამაკაცი, რომელიც დიდი ალბათობით ეჭვმიტანილის შეყვარებული იყო, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იტყობინება CBS-ის ახალი ამბები. დაჭრილთაგან ორი 32 და 27 წლის ქალია.

პოლიცია ჯერ კიდევ ცდილობს ეჭვმიტანილის იდენტიფიცერებას და არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივაცია.

ასეთი „აქტიური სროლები“ უმეტესწილად მამაკაცების მიერ ხორციელდება. FBI-ის ანგარიშის მიხედვით, 2000-2013 წლებს შორის მომხდარი 160 ინციდენტიდან მხოლოდ ექვსი შემთხვევა იყო ისეთი, როცა ცეცხლი ქალმა გახსნა.