მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ქალაქ ტორონტოში ახალგაზრდა მამაკაცმა ფურგონი ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს დააჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტოში 25 წლის მამაკაცმა, ალეკ მინასიანმა ფურგონი ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს დააჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 10 ქვეითად მოსიარულე და დაზიანებები მიიღო 15-მა სხვა ადამიანმა.

ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ქუჩის მოცილებით, პოლიციის მიერ იქნა დაკავებული.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა, მარკ საუნდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტი განზრახ ჩადენილს ჰგავს, მაგრამ მოტივები ჯერ კიდევ უცნობია. მან აღნიშნა, რომ ალეკ მინასიანი, რომელიც ტორონტოს გარეუბან რიჩმონდ ჰილში ცხოვრობს, მანამდე პოლიციისთვის უცნობი იყო.