საქართველო

ქალაქ გარდაბანში და სოფლებში – სართიჭალასა და ახალსოფელში მინი სპორტული მოედნები მოეწყობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2019 წელს, ქალაქ გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – სართიჭალასა და ახალსოფელში მინი სპორტული მოედნები მოეწყობა.

გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ გარდაბანში სამუშაოების შესასრულებლად 80 201 ლარი, სოფელ სართიჭალაში 90 105 ლარი, ხოლო სოფელ ახალსოფელში 90 362 ლარია გამოყოფილი.

პროექტების განსახორციელებლად გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.