საქართველო

ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.
მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ს 4.3%-ს.
2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ჯამში, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ს 7,0%-7,1%-ის ფარგლებშია.
2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 52.7%-ს ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით).
მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე მიიმართება 982.6 მლნ ლარი (გაზრდილია 91.6 მლნ ლარით);