აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ფილიპინებზე ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფილიპინებზე საშინელმა ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული, 21-ს კი დაზიანებები აქვს მიღებული, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ქვეყნის კატასტროფათა მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სტიქიისგან დაზარალებულ პროვინცია ტუგუეგარაოს ჩრდილოეთ ნაწილში ჩაფრენას გეგმავს პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, რათა შეაფასოს მდგომარეობა ცაგაიან ვალის რეგიონში, რომელიც ტაიფუნ „ვამკოს“ შემდეგ ძლიერ დაიტბორა.

ფართო მოხმარების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ზარალმა 1.2 მილიარდი პესო (25 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო ინფრასტუქტურის მხრივ კი დანაკარგი 470 მილიონი პესოა. ასევე, დაზიანებულია დაახლოებით 26 000 საცხოვრებელი სახლი.

„ვამკო“, 21-ე ციკლონია, რომელიც ფილიპინებს 2020 წელს დაატყდა თავს და დედაქალაქ მანილას ნაწილში საშინელი წყალდიდობა წარმოშვა.

GUARDIAN.GE