ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო

უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

საქმე ეხება უკრაინელი დეპუტატის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხმებთან მიმსგავსებული ადამიანების საუბრები ისმის. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადაყენებას, რის სანაცვლოდაც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ჰპირდება.

გავრცელებული ცნობით, დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.