მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად NATO-ში შესასვლელად

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატოში შესასვლელად, განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ელჩმა კურტ ვოლკერმა, უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანს“ ბრიუსელში.

„მათ [უკრაინელებს და ქართველებს] ბევრი მუშაობა ესაჭიროებათ, და ახლა ამ ორ ქვეყანას კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი“, თქვა მან.

ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც წლების წინათ აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გეგმავდნენ, მაშინ როცა ეს სახელმწიფოები არ იყვნენ მზად ალიანსში გასაწევრიანებლად. ვოლკერის თქმით, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს „შექმნიდა ავტომატიზმს წევრობის მიმართულებით“.

„წევრობასთან დაკავშირებით მათ [ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას] რუსეთის გამო არ უნდოდათ ჰქონოდათ ავტომატიზმი. ასევე სხვა მოკავშირეებს ეთქვათ, რომ მათ შეეძლებათ გახდნენ წევრები, მაგრამ ახლა ისინი არ არიან მზად. ამიტომაც, ბუქარესტის დეკლარაცია ამბობს, რომ ისინი იქნებიან წევრები. მაგრამ ამან წევრობის იდეა მაგიდაზე დადო დეტალიზაციის და ინსტრუმენტების გარეშე, რომლებიც ამისათვის იყო შექმნილი“, განაცხადა ვოლკერმა.

GUARDIAN.GE