მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ, 2 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტს

პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მსხვილ სტიმულირების პაკეტს, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობით, მოაწერა ხელი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის.

კანონპროექტს მხარი ჯერ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ის უკვე კანონად იქცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აქვს ახლა – 100 000-ზე მეტი პოზიტიური ტესტით და უმუშევრობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შეადგინა – სამსახური 3.3 მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

ხელმოწერის ისტორიულ ცერემონიაზე თეთრ სახლში „დემოკრატი“ კანონმდებლები მიიწვიეს და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ორივე პარტიას „გაერთიანებისთვის, თავიანთი განსხვავებული შეხედულებების გვერდზე გადადებისა და ამერიკის უპიველეს ადგილზე დაყენებისთვის“.

ტრამპმა თქვა, რომ აღნიშნული სტიმულირების პაკეტი „ორჯერ უფრო დიდია“, ვიდრე ნებისმიერი ადრინდელი დახმარების კანონი და ის „გადაუდებელი საჭიროების დახმარებას გაუწევს ჩვენი სახელმწიფოს ოჯახებს, მშრომელებს და ბიზნესებს“.

რას გულისხმობს სტიმულირების პაკეტი?

ახალი კანონი საშუალებას იძლევა პირდაპირი გადახდა მოახდინო ინდივიდებზე და კომპანიებზე, რომელთა საარსებო საშუალებებსა და ბიზნესებზე პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

დახმარების პაკეტი გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ამერიკელს, რომელიც წელიწადში $75,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს და თითოეულ ბავშვზე $500-ზე მცირე თანხას, $1,200 მიეცემა დახმარების სახით.

ახალი კანონი ასევე პირდაპირ აძლევს ფულს შტატების მთავრობებს და აძლიერებს უმუშევრობის სარგებლობის პროგრამას. კანონის მიხედვით, უმუშევრობის სარგებლობები გავრცელდება მათზეც, რომლებსაც ის ადრე არ ეხებოდა. მაგალითად, უშტატო თანამშრომლებსა და მათზეც, რომლებსაც შრომით ბაზარზე მოკლევადიანი კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული.

GUARDIAN.GE