მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა „კატასტროფა“ უწოდა ობამას და ბაიდენის „H1N1“-ის აფეთქებისას გადადგმულ საპასუხო ზომებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი წინამორბედის, აშშ-ისყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებზე „დემოკრატების“ მოსალოდნელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის „H1N1“-ის აფეთქებისას გაწეულ საქმიანობას „კატასტროფად“ აფასებს.

„ჩვენ დიდებულ ნიშნებს ვიღებთ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისთვის, განსაკუთრებით ჩინეთიდან, ინფექციის წყაროდან, აშშ-ში ადამიანების შესვლის ადრეული აკრძალვისთვის. შეადარეთ ეს ობამას/„მძინარე ჯოს“ კატასტროფას, რომელიც ცნობილია როგორც „H1N1“, ღორის გრიპი. ცუდი ნიშნები, ცუდი რეიტინგები – წარმოდგენა არ ჰქონდათ!“ – წერს დონალდ ტრამპი „თვითერში“.

GUARDIAN.GE