მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ახალ, მძლავრი დარტყმის მიმყენებელ სანქციებს უწესებს და მის ქვეშ მოექცევა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ახალ მძლავრი დარტყმის მიმყენებელ სანქციებს უწესებს და მის ქვეშ მოექცევა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

ტრამპის განცხადებით, თეირანისთვის ახალი სანქციების დაწესების მიზეზი ამერიკის უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდება და „ბევრი სხვა რამ“ გახდა. ხამენეი კი იმის გამო იქნა გამორჩეული, რომ „საბოლოოდ იგია პასუხისმგებელი რეჟიმის მტრულ ქმედებაზე“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ამერიკელებს „ეზიზღებათ დემოკრატია“. სანქციების გამოცხადების შემდეგ მან „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ბრალი დასდო „ომის წყურვილში“.

ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის დაძაბულობამ ბოლო კვირების განმავლობაში იმძლავრა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივ მნუჩინმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება, რომელიც „მილიარდობით“ დოლარის ირანულ ფინანსებს ყინავს, მანამდე მუშავდებოდა, ვიდრე თეირანი ყურეში შეერთებული შტატების უპილოტო საფრენ მოწყობილობას ჩამოაგდებდა.

გაეროს უშიშროების საბჭომ დაჟინებით მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისა და დიპლომატიის გამოყენებისკენ.

guardian.ge