ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ „ბრექსიტის“ გეგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებას

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილი „ბრექსიტის“ გეგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოსვლის შეთანხმება „ჟღერს, როგორც დიდებულ გარიგებად ევროკავშირისთვის“, მაგრამ ამავე დროს, დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა ვერ შეძლოს ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან.

დაუნინგ სთრითი კი დაჟინებით ირწმუნება, რომ გარიგება „ძალიან მკაფიოა“ და დიდ ბრიტანეთს შესაძლებლობა ექნება ხელი მოაწეროს სავაჭრო შეთანხმებებს მსოფლიოს ქვეყნებთან.

თეთრი სახლის გარეთ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „ამ წუთას, თუ თქვენ თვალს გადაავლებთ შეთანხმებას, [დიდმა ბრიტანეთმა] შესაძლოა ვერ შეძლოს ვაჭრობა ჩვენთან. და ეს არ იქნებოდა კარგი რამ. არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას გულისხმობდნენ“.

როგორც BBC იუწყება, ტრამპის ეს განცხადება შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ტერეზა მეის კაბინეტის მიერ წარმოდგენილმა და ევროკავშირისთვის მისაღებმა „ბრექსიტის“ შეთანხმებამ შესაძლოა დიდ ბრიტანეთს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებას შეუშალოს ხელი და ქვეყანა ამგვარი გარიგების გარეშე დატოვოს.

ამის მუხედავად, დაუნინგ სთრითის წარმომადგენელმა ტრამპის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის, „ბრექსიტის“ შეთანხმება საშუალებას მისცემს ბრიტანეთს ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებებს მსოფლიოს ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

guardian.ge