მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მოემზადონ „ყველაზე მძიმე კვირისთვის“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მოემზადონ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჯერჯერობით „ყველაზე მძიმე კვირისთვის“, განაცხადა რა, რომ მომდევნო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ექნება ადგილი.

შაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი შეეცადა „კოვიდ-19“-ისგან ყველაზე მძიმე დარტყმამიყენებული შტატების დამშვიდებას, დაპირდა რა მათ სამედიცინო აღჭურვილობებს და სამხედრო პერსონალს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ, როგორც ამას BBC იუწყება, თავისი გაფრთხილების საპირისპიროდ, ტრამპმა აღდგომისთვის (12 აპრილი) სოციალური დისტანცირების სახელმძღვანელო წესების შერბილების წინადადება დააყენა. „ჩვენ ისევ უნდა გავხსნათ ჩენი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ასე თვეების და თვეების და თვეების განმავლობაში“, განაცხადა ბრიფინგზე ტრამპმა, რომლის ცხოვრების შეზღუდვების შერბილებაზე მოწოდებაც იმ ფონზე კეთდება, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 300,000-ს აჭარბებს – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში – სიკვდილიანობა კი თითქმის 8,500-ია, მათგან ყველაზე მეტი აფეთქების ეპიცენტრში, ნიუ იორკის შტატში, სადაც შაბათის მონაცემებით, 630 ახალ გარდაცვალების ფაქტს ჰქონდა ადგილი, რამაც ამ შტატში გარდაცვლილთა რიცხვი 3,565-მდე გაზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ნიუ იორკის შტატში 113,000-ზე მეტს შეადგენს (63,036 მხოლოდ ქალაქ ნიუ იორკში), იმდენს, რაც ფიქსირდება მთელ იტალიაში, სადაც ვირუსის აფეთქებიდან შაბათს, პირველად, ინტენსიური მზრუნველობის განყოფილბებში პაციენტთა რაოდენობის კლებას აქვს ადგილი.

ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 60,000-ზე მეტი.

რა თქვა ტრამპმა ბრიფინგზე?

„ეს იქნება ალბათ ყველაზე მძიმე კვირა – ამ კვირასა და მომდევნო კვირას შორის პერიოდი – და ბევრი ადამიანი მოკვდება, სამწუხაროდ, მაგრამ გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობა იქნება, ვიდრე იქნებოდა მაშინ, ეს [შეზღუდვები] რომ არ გაგვეკეთებინა“, განაცხადა ტრამპმა.

კორონავირუსის ინფექციისაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი შტატების მხარდასაჭერად ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია „სამხედროების აურაცხელ რაოდენობას, ათასობით ჯარისკაცს, სამედიცინო მუშაკებს, პროფესიონალებს“ განალაგებს და დასძინა, რომ სამხედრო პერსონალი მალე მიიღებს რჩევას და დავალებას და დააკონკრეტა, რომ „1,000 სამხედრო პერსონალი“ განლაგდება ქალაქ ნიუ იორკში.

პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიის,  „3M“-ის მიმართ, რომელიც ნიღბებს ამზადებს და აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაწბილებულია“ ამ საწარმოთი, რადგან ის „მზრუნველობას უნდა იჩენდეს ჩვენი ქვეყნისთვის“ ნაცვლად იმისა, რომ პროდუქციას სხვებზე ყიდდეს, მაგრამ ტრამპმა უარყო ბრალდებები, რომ ამერიკამ „თანამედროვე მეკობრეობის“ ქმედება ჩაიდინა გერმანიისთვის განკუთვნილი 200,000 ნიღბის მისკენ გადამისამართებით.

რა ხდება სხვაგან?

  • 708  ადამიანი გარდაიცვალა 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ინფექციით – დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4,313 შეადგინა. ჯანდაცვისა და სოციალური მზრუნველობის დეპარტამენტის მიერ შაბათ შუადღისას გამოქვეყნებული მონაცემები ხუთშაბათ საღამოს 5 საათიდან, პარასკევ საღამოს 5 საათამდე პერიოდს მოიცავს.

 

  • შაბათ დილის 9 საათისთვის კორონავირუსზე ჩატარებული 183,190 ტესტირებიდან კი პოზიტიური შედეგი 41,903 ადამიანმა აჩვენა.

 

  • ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის ორსულმა საცოლემ ქარი საიმონდსმა კორონავირუსის სიმპტომებით რამდენიმე დღე საწოლში გაატარა. მან თქვა, რომ 7-დღიანი დასვენების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  ბორის ჯონსონს კი გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში დაუნინგ სტრიტზე იმყოფება, საიდანაც ვიდეოჩართვების საშუალებით ატარებს მთავრობის სხდომებს.

 

  • ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა საგანგებო ზომები ქვეყანაში 25 აპრილამდე გაახანგრძლივა, აღნიშნა რა, რომ შეზღუდვები „სიცოცხლეების გადამრჩენია“. შაბათის მომაცემებით ერთ დღე-ღამეში ესპანეთში 809 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, რაც ერთ კვირაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

  • იტალიაში, ვირუსის აფეთქებიდან შაბათს, პირველად, ინტენსიური მზრუნველობის განყოფილბებში პაციენტთა რაოდენობის კლებას აქვს ადგილი.  გარდაცვლილთა ახალი რაოდენობა 681-ია, საერთო ჯამში კი კორონავირუსისგან 15,362 პაციენტი დაიღუპა.

 

  • ჩინეთმა სამწუთიანი დუმილით მიაგო პატივი კორონავირუსით გარდაცვლილ 3,000-ზე მეტ ადამიანს. ვუხანში, საიდანაც გავრცელდა ახალი კორონავირუსი, მოძრაობის მარეგულირებელი ყველა შუქნიშანი დროებით წითლად აინთო.

 

  •  ჩინეთმა შაბათს ინფექციის 30 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, მათგან აბსოლუტური უმეტესობა იმპორტირებულია.

 

  • ქუვეითმა ვირუსით გარდაცვალების პირველი ცნობა გაავრცელა და 79 წლის ქალი პირველი პერსონა გახდა საქართველოში, რომლის სიცოცხლეც კორონავირუსმა იმსხვერპლა.

GUARDIAN.GE