მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა იმაში, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა „პრაქტიკულად აიძულა“

დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა „პრაქტიკულად აიძულა“.

ტრამპისადმი ლოიალურად განწყობილ მემარჯვენე მედიასთან – „ნამდვილი ამერიკის ხმა“ – ინტერვიუში ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში „დემოკრატ“ ჯოზეფ ბაიდენთან დამარცხდა, გააკრიტიკა თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია და თქვა, რომ მათმა თვეების განმავლობაში მიმდინარე „რიტორიკამ“ წვლილი შეიტანა იმაში, რომ პუტინი შეჭრილიყო უკრაინაში.

„ფაქტობრივად, ისინი დასცინოდნენ მას, თუკი ამას ნამდვილად შევხედავთ. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობა დასცინოდა პუტინს. იცით, მე ვთქვი, ისინი თითქმის აიძულებენ მას წავიდეს იმაზე, რასაც ამბობენ. რიტორიკა იყო ძალზე სულელური“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, უკრაინაში შეჭრა „არასოდეს“ მოხდებოდა, ისევ თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ტრამპს არ მოუყვანია რაიმე სპქციფიკური მაგალითები, როგორ „დასცინოდა“ აშშ პუტინს, რამაც უკარინაში შეჭრა გამოიწვია.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ორივესთან – ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამუშაო ურთიერთობაზე, როდესაც „ნამდვილი ამერიკის ხმის“-ის წამყვანმა უეინ რუტმა აზრი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ბაიდენს შეეძლო ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად გაგზავნა.

„ძალიან კარგად ვიყავი შეწყობილი როგორც ზელენსკისთან, ასევე პუტინთან“, – თქვა ტრამპმა. „თუ გახსოვთ, ზელენსკი ძალიან კარგი იყო, რადგან როდესაც მას ჰკითხეს უკრაინაზე, უკრაინის, უკრაინის ცრუ განგაშის შესახებ – ეს იყო სატელეფონო ზარი – მან შეხედა მათ და თქვა: „რა იყო არასწორი ამ ზართან დაკავშირებით? მას არაფერი დაუშავებია“.

guardian.ge