მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე მიმდინარე გამოძიების „დაუყოვნებლივ“ დასრულებას მოითხოვს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებას თავს დაესხა და მისი „მყისვე“ დასრულება მოითხოვა.

Twitter-ზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა უნდა შეწყვიტოს გამოძიება არჩევნებში საეჭვო ჩარევასთან დაკავშირებით.

ტრამპმა სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, „სრულიად დაბნეული“ უწოდა.

მისი ამგვარი კომენტარები იმ ფონზე გაკეთდა, როცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

შტატების მედიის ცნობით, ტრამპის თანაშემწეები ვარაუდობენ, რომ მიულერი მალევე დადებს თავისი 14 თვიანი გამოძიების შედეგს, რომელიც პრეზიდენტს ეხება.

„რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მისი კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლის სასამართლოც ორი დღის წინ დაიწყო. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მანაფორტს ალ კაპონეზე მკაცრად ეპყრობიან.

თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ტრამპის Tweet-ები მის „შეხედულებაა“ და „არა ბრძანებება“.

„ვფიქრობ, რომ მან თავიდანვე გარკვევით გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ გამოძიებაზე“, დაამატა სანდერსმა ტრამპზე საუბრისას.

guardian.ge