მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გაწევრიანების ინიციატივით გამოდის.

„ამას შეიძლება, ვუწოდოთ ნატო პლუს ახლო აღმოსავლეთი (NATO+ME). ძალიან ლამაზი სახელია. სახელების შერჩევა კარგად გამომდის“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, NATO უნდა გაფართოვდეს და იქ აღმოსავლეთი უნდა მიიღონ.

ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის ინიციატივით თეთრ სახლში 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. ამავე თემაზე ის მოგვიანებით NATO-ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს ესაუბრა. აშშ-ის მედიის ცნობით, სტოლტენბერგი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ NATO-ს შეუძლია, მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონის სტაბილურობაში და ტერორიზმთან ბრძოლაში.