მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი მასწავლებლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის მიცემას უჭერს მხარს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასწავლებლების იარაღით აღჭურვამ შეიძლება რომ დაიცვას სკოლები სროლებისაგან.

მან თქვა, რომ სკოლის თანამშრომლებს, რომელთაც იარაღი ექნებათ, შეეძლებათ „ძალიან სწრაფად“ დაასრულონ თავდასხმა.

როგორც BBC იუწყება, ტრამპმა აღნიშნული წინადადება მას შემდეგ წამოაყენა, რაც ფლორიდის სკოლაში განხორციელებული სროლებისას გადარჩენილები მას ემოციურად შეევედრნენ, რომ რამე იქნეს გაკეთებული იმისათვის, რათა მსგავსი რამ კვლავ არ მოხდეს.

ტრამპმა ასევე მხარი დაუჭირა მოწოდებებს, რომ იარაღის მყიდველთა ბიოგრაფია უფრო მკაცრად იქნეს შემოწმებული.

„ჩვენ ძალიან მკაცრი ვიქნებით ბიოგრაფიების შემოწმებებისას, ძალიან მკაცრად იქნება ხაზგასმული ფსიქიკური ჯანმრთელობის“ საკითხი, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში „სტოუნმენ დუგლასის სკოლის“ სტუდენტებს სატელევიზიო ღონისძიების დროს და დაამატა:

„ეს არ იქნება იმის მსგავსი საუბარი, რასაც წარსულში ჰქონდა ადგილი“.

მან აღთქმა დადო, რომ „ძალზე მკაცრად“ მიადევნებს თვალყურს იმ მოწოდებებს, რომ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები იარაღით იყვნენ აღჭურვილნი.

„რომ ყოფილიყო მასწავლებელი, რომელიც იარაღის ხმარებაში იქნებოდა დაოსტატებული, ისინი ძალიან კარგად და ძალიან მალე დაასრულებდნენ თავდასხმას“, აღნიშნა პრეზიდენტმა.