მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი ირანში „რეჟიმის ცვლილებას“ არ გამორიცხავს

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „რეჟიმის ცვლილებაზე“ საუბრობს და ამბობს: „თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ვერ ახერხებს ირანის კვლავ დიდებულად ქცევას, რატომ არ უნდა შეიცვალოს რეჟიმი?“

ირანის ელჩი გაეროში აშშ-ს „აბსურდული საბაბით ომის წარმოებაში“ ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა.

ნავთობზე ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და ერთი ბარელის ფასმა 79 აშშ დოლარს გადააჭარბა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი პეკინს სთხოვს, ირანზე ზეწოლა მოახდინოს, რათა არ დახუროს ჰორმუზის სრუტე – სასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო გზა, სადაც მსოფლიოს ნავთობისა და გაზის თითქმის მეოთხედი გადის.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკილებს მთელ მსოფლიოში აფრთხილებს. „არსებობს დემონსტრაციების პოტენციალი აშშ-ის მოქალაქეებისა და ინტერესების წინააღმდეგ საზღვარგარეთ. სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანისთვის მიყენებული ზიანის შესახებ კი ისევ გაურკვევლობაა. ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის თავდასხმებმა „ბომბი“ მათ ხელებიდან გამოაცალა, მაგრამ გაერო-ს სადამკვირვებლო ორგანო აცხადებს, რომ არ შეუძლია დაადგინოს ფორდოს ბირთვულ ქარხანაში არსებული მდგომარეობა.

ტრამპმა თავის საიტზე Truth Social სულ ცოტა ხნის წინა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა განხორციელებული დარტყმებით „კოლოსალური ზიანი” მიაყენა „ირანის ყველა ბირთვულ ობიექტს“. „განადგურება ზუსტი ტერმინია“, – დაწერა მან.

თეთრი სახლის მიერ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში ოვალურ კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება.

ისრაელმა და ირანმა კი ისევ განაგრძეს დარტყმები გასული დღის განმავლობაში.

GUARDIANGE