მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი გამოეხმაურა მაკრონის განცხადებას ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ  ტრამპმა ლონდონში გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის განცხადებას, ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ „საზიზღარი“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ეს ძალიან საზიზღარი და უპასუხისმგებლო განცხადებაა. საფრანგეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე, ნატოზე მსგავსი განცხადების გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალ The Economist- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ტვინი მკვდარია, რასაც მსოფლიოს ლიდერების კრიტიკა მოჰყვა.