მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე საშინელ შეცდომას“ უწოდებს ახლო აღმოსავლეთში წასვლას პრეზიდენტ ბუშის მიერ

„ყველაზე საშინელი შეცდომა, რაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩადენილა, ეს არის ახლო აღმოსავლეთში წასვლა პრეზიდენტ ბუშის მიერ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „Hill.TV“-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ობამამ შესაძლოა ჯარისკაცები შეცდომით გამოიყვანა, მაგრამ იქ წასვლა, ჩემთვის, ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომხდარა, რადგან ჩვენ 7 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ ახლო აღმოსავლეთში,ასევე, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გესმით? მე მიყვარს ორივე მხარე დავთვალო. მილიონობით სიცოცხლე“, აღნიშნა ტრამპმა და დაამატა:

„ჩემთვის, ეს ყველაზე უარესი შეცდომაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სამოქალაქო ომი შეიძლება გაიგო. სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი. ეს განსხვავებულია. მე თქვენ გეტყვით, რომ ჩვენთვის, ახლო აღმოსავლეთში შესვლა, ცუდი დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის“.

ბრაუნის უნივერსიტეტის მიერ ბოლოს, 2017 წლის სექტემბერში გაკეთებული შეფასებით, 5.6 ტრილიონი დოლარი შეადგინა ხარჯმა, რომელიც მოიცავს აშშ-ის ორ ომს, პაკისტანთან და სირიასთან დაკავშირებულ სამხედრო ქმედებას, ჰოუმლენდის უსაფრთხოების ხარჯებს და ომების ვეტერანთა ჯანდაცვის ხარჯებს.

პენტაგონის შეფასებით, 2001 და 2018 წლებში ერაყთან, ავღანეთთან და სირიასთან დაკავშირებული ომების საერთო ხარჯმა 1.52 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

guardian.ge