აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „დიდ პროგრესს“ მიაღწია ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, როდესაც ისინი შეთანხმდნენ უნგრეთში პირისპირ მოლაპარაკებებზე.
მან თქვა, რომ ეს სატელეფონო ზარი პირველად განხორციელდა პუტინთან აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ, როცა იგი ალასკაზე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, და ის „ძალიან პროდუქტიული“ იყო. მან დასძინა, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის გუნდები მომავალ კვირას შეხვდებიან.
ტრამპმა არ დააკონკრეტა პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრის თარიღი. კრემლმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაიწყება „დაუყოვნებლივ“ ტრამპის „უაღრესად გულწრფელი და სანდო“ ზარის შემდეგ.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაიმართა და აღსანიშნავია, რომ ტრამპი განიხილავს უკრაინის შეიარაღებისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც რუსეთის სიღრმეში შეტევა შეუძლიათ. აშშ-ში ჩასვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი „ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი Tomahawk-ის შესახებ ესმის საუბარი“.
სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ მან და პუტინმა „დიდი დრო დაუთმეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის შესახებ საუბარს, როდესაც ომი დასრულდება უკრაინასთან“.
მისი თქმით, ორივე ქვეყნის „მაღალი დონის მრჩევლები“ მომავალ კვირას შეხვდებიან. ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ პარასკევს ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და დაამატა: „მე მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრის შედეგად დიდი პროგრესი იქნა მიღწეული“.
მოგვიანებით მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოელის, რომ პუტინს „ორი კვირის განმავლობაში“ შეხვდება.
GUARDIANGE

