ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რომ ზლენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა მოეწყოს. ზელენსკიმ თქვა, რომ იგი მზად არის პუტინს მარტო შეხვდეს, ან პოტენციურად ასევე, ტრამპთან ერთად.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის „კოორდინირებით“, ევროპული ქვეყნების მიერ იქნება „უზრუნველყოფილი“.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა BBC-ის უთხრა, უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება.