სულ მცირე 82 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობისას,, ხოლო 41 დაკარგულად მიიჩნევა. მსხვერპლთა შორის 28 ბავშვია. ათი გოგო ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული.
68 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი კერის ოლქში ემსხვერპლა წყალდიდობას, სადაც მდინარის პირას მდებარე ქრისტიანი გოგონების ბანაკი დაიტბორა. 10 გოგო და კონსულტანტი ბანაკიდან – „მისტიკა“ ამ დრომდე დაკარგულებად არიან გამოცხადებული.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა მოიმატებს. რეგიონში მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში უფრო მეტი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება შეაფერხოს სამაშველო ჯგუფების საქმიანობა, რომლებიც ტალახსა და ნანგრევებში დაბუდებული შხამიანი გველების საფრთხის წინაშე ისედაც დგანან.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას, 6 ივლისს, ხელი მოაწერა მასშტაბური კატასტროფის დეკლარაციას კერის ოლქისთვის, ტეხასის ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გააქტიურებით. მან ასევე თქვა, რომ სავარაუდოდ, პარასკევს ეწვევა შტატს.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ტეხასის წარმომადგენლებთან და ეს არის საშინელი რამ, რაც მოხდა, აბსოლუტურად საშინელი“, – განაცხადა ტრამპმა კვირას ნიუ-ჯერსიში.