ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიუსელი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას.

დაუნინგ სთრითზე გაკეთებულ განცხადებაში მან ევროკავშირის ლიდერების შესახებ თქვა, რომ მათი მხრიდან ბრიტანეთის სამთავრობო გეგმაზე უარის თქმა „მოლაპარაკებების ამ ბოლო სტადიაზე“, „მიუღებელია“.

„მე არ გავაუქმებ რეფერენდუმის შედეგს და არც ჩემს ქვეყნას დავშლი“, აღნიშნა მეიმ, რომელმაც განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე 20 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ჩექეზის გეგმა“ – სამთავრობო ანგარიში, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „მომავალი ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის“ და რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას ფარავს – ეკონომიკურ პარტნიორობას, უსაფრთხოების პარტნიორობას, საავიაციო და ბირთვულ თანამშრომლობას – არ იმუშავებდა.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა: „მოლაპარაკებების მთელ პროცესში მე ევროკავშირს პატივისცემით ვეპყრობოდი. დიდი ბრიტანეთი მოელის იგივეს, პროცესის დასასრულისკენ  კარგი ურთიერთობა ამაზე დამოკიდებული.

„მოლაპარაკებების ამ ბოლო სტადიაზე, მიუღებელია უბრალოდ უარყო მეორე მხარის წინადადებები დეტალური ახსნა-განმარტებების და საპირისპირო წინადადებების გარეშე. ამგვარად, ჩვენ ახლა უნდა მოვისმინოთ ევროკავშირიდან, თუ რა არის ნამდვილი საკითხები და რა არის მათი ალტერნატივა, რომ ვიმსჯელოთ ამაზე. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ არ გვექნება პროგრესი“.

„მომავალი ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის“ – ბრიუსელის მიერ დაწუნებული ამ სამთავრობო გეგმის მიზანია, „უზრუნველყოს სავაჭრო ურთიერთობები, არ იყოს მკაცრად გაკონტროლებული საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიასთან და დიდი ბრიტანეთისთვის გლობალური სავაჭრო შეთანხმებები იყოს გარანტირებული“, იმისდა მიუხედავად, რომ ტერეზა მეის მთავრობა აღიარებს, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვების შემდეგ უფრო მეტი ბარიერები ექნება ვაჭრობის სფეროში.

მეი ირწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს ერთიან ბაზარს, საბაჟოს, სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის საერთო პოლიტიკას, „დაიბრუნებს კონტროლს ჩვენ ფულზე, კანონებზე, და საზღვრებზე, და დაიწყებს ახალ აღმაფრთოვანებელ თავს ჩვენი ერის ისტორიაში“. ასევე, მეის თქმით, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს უკვე აღარ ექნება თავისი იურისდიქცია ბრიტანეთში.

ამის მიუხედავად ის აღიარებს, რომ ევროკავშირიდან გასვლა „საჭიროებს პრაგმატიზმს და კომპრომისს ორივე მხრიდან“.

როგორ დაერქვა სამთავრობო ანგარიშს „ჩექეზის გეგმა?

სამთავრობო ანგარიშის ოფიციალური სახელწოდებაა „მომავალი ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის“. მიუხედავად ამისა, მას მეტსახელად „ჩექეზის გეგმა“ შეარქვეს, რადგანაც ის მთავრობამ მოიწონა ჩექეზში,  ლონდონგარეთ, ცენტრალურ ბუკინგემშირში მდებარე  პრემიერ მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში.

რომელი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან „ჩექეზს“?

მას ბრექსიტის ყოფილი მდივანი დევიდ დევისი და ყოფილი საგარეო მდივანი ბორის ჯონსონი ეწინააღმდეგებიან. ორივე მათგანმა ტერეზა მეის კაბინეტი ჩექეზში გამართული შეხვედრის შემდეგ დატოვა. ჯონსონმა არაერთხელ გააკრიტიკა აღნიშნული გეგმა და მას ახლახან, „თვითმკვლელი ჟილეტი“ უწოდა ბრიტანეთის კონსტიტუციისთვის.

guardian.ge