საქართველო

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებმა ნატო ჩხეიძისგან ვერ მიიღეს ინფორმაცია, თუ როდის გაუსტუმრებენ კუთვნილ დავალიანებას

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებსა და არხის დამფუძნებელ, დეპუტატ ნატო ჩხეიძეს შორის შეხვედრა, რომელიც თანამშრომლებისთვის დაგროვილი სახელფასო დავალიანებებისა და ორთვიანი კომენსაციის გაცემის საკითხს ეხებოდა, კონკრეტული გადაწყვეტლების მიღების გარეშე დასრულდა.

ჟურნალისტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ ვერ მოისმინეს მკაფიო პასუხი, თუ როდის მიიღებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კუთვნილ დავალიანებას და ორთვიან ფინანსურ კომპენსაციას. მათი თქმით, არხის დამფუძნებელმა იურისტებთან კონსულტაცია ითხოვა და განუცხადა მათ, რომ დავალიანება დაიფარება, თუმცა დღეს კომპანიას ამის საშუალება არ გააჩნია.

თავად ნატო ჩხეიძეს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა სამშაბათს შეწყვიტა.

guardian.ge