საქართველო

სწრაფი ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი კვლევა ოთხშაბათიდან დაიწყება

ხვალ საქართველოში უკვე ველოდებით სწრაფი ტესტების შემოტანას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4-ეტაპად: ხვალ, 27 მარტს და ბოლო შემოტანას 5 აპრილისთვის ველოდებით. ტესტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.