საქართველო

“სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ – ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო აქციას შეუერთდნენ

ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას დევიზით, “სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ – შეუერთდნენ.

ახალქალაქის და ნინოწმინდის ცენტრალურ ნაწილებში და განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტების ისეთ დასახლებებში, სადაც დასუფთავების თვალსაზრისით უფრო მეტი პრობლემებია, ასობით აქტივისტი გავიდა და დასუფთავების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

აქციაში მონაწილეობდნენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან, მაღალთმიანი საკითხების კომისიის წევრი ენზელ მკოიანი.

დასუფთავდა, როგორც ქალაქების ცენტრალური ნაწილები, ისე გარეუბნები და ასევე სხვა ტერიტორიები, მათ შორის ტყეები.

მსოფლიო დასუფთავების დღე, მსგავსი ფორმისა და შინაარსის აქციებით, 150 ქვეყანაში დევიზით „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“ იმართება და დილის 10 საათიდან 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ყველა სასაათო სარტყელს მოიცავს.