აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 71 ადამიანია დაღუპული ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად

სულ მცირე 71 ადამიანია გარდაცვლილი აღმოსავლეთ ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად. 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება  ინდონეზიაში და ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ეჭვგარეშეა, რომ მოიმატებს.

„55 ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ ეს რიცხვი ძალზე დინამიკურია და უდავოდ შეიცვლება, რადგან 42 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულადაა მიჩნეული“, განუცხადა ტელეკომპანია „მეტრო ტვ“-ის ინდონეზიის სტიქიასთან ბრძოლის სააგენტოს წარმომადგენელმა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ტალახი, დიდი რაოდენობით დაგროვებული ნაშალი მასალა და რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.

ინდონეზიის ხელისუფლებამ საშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, მაგრამ ასეულობით ადამიანი რჩება სახლებში, სტიქიით დაზარალებულ თითოეულ რაიონში და მათ მედიკამენტები, საკვები და საბნები ესაჭიროებათ.

აღმოსავლეთ ტიმორში სულ მცირე 21 ადამიანია გარდაცვლილი. მსხვერპლთა უმეტესობა დედაქალაქ დილიდანაა. 

GUARDIAN.GE