ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად

სულ მცირე 22 ადამიანი, უმეტესობა კადეტები არიან დაღუპული უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, იტყობინება BBC  ოფიციოზზე დაყრდნობით.

თვითმფრინავი, „ანტონოვ-26“, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხარკოვის სიახლოვეს იმ დროს ჩამოვარდა, როცა ის დაშვებას აპირებდა.

სამხედრო თვითმფრინავს ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კადეტები გადაჰყავდა და ის სასწავლო ფრენას ასრულებდა.

საგანგებო დავალებათა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული და სამი დაკარგულის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა.

ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.