აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 19 ადამიანია მოკლული თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ბომბმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან უმეტესობა ქვეყნის უმცირესობაში მყოფი სიხის წევრები არიან, იტყობინება BBC.

პოლიციის ცნობით, ისინი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ პრეზიდენტ აშრაფ ღანისთნ შეხვედრის მიზნით, რომელიც ბომბის აფეთქების დროს ნანგარჰარის პროვინციას სტუმრობდა.

მოკლულთა შორისაა სიხის ერთადერთი დეპუტატობის კანდიდატი ავთარ სინღ ხალსა, რომელიც 20 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში აპირებდა კენჭისყრას.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ტერორისტულ აქტამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ღანიმ, რომელიც ნანგარჰარში ორდღიან ვიზიტად იმყოფება, ჯალალაბადში საავადმყოფო გახსნა. ოფიციოზის თქმით, იგი არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბომბი აფეთქდა.

guardian.ge