აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 180 ადამიანია დაღუპული ფილიპინებზე თავსდამტყდარი ტროპიკული შტორმის შედეგად

სულ მცირე 180 ადამიანია დაღუპული, ათეულობით სხვა კი დაკარგულად არის გამოცხადებული ფილიპინების სამხრეთ ნაწილზე თავსდამტყდარი ტროპიკული შტორმის შედეგად, რომლის სიჩქარე 80კმ/სთ-ს შეადგენს.

როგორც BBC იუწყება, კუნძულ მინდანოს ზოგიერთ ნაწილში შტორმ „თემბინს“ თან ახლავს თავსხმა წვიმა, წყალდიდობები და მეწყერები. ქალაქებში – ტუბოდსა და პიაგაპოში სახლების ნაწილი ქვა-ღორღშია ჩამარხული.

ტუბოდის პოლიციის ოფიცერმა გერი პარამიმ ახალი ამბების სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ ქალაქში სულ მცირე 19 ადამიანია დაღუპული.

„მდინარე ადიდდა და სახლების უმეტესობა წალეკა. აქ სოფლები უკვე აღარ არსებობს“, თქვა მან და დაამატა, რომ სოფელ დალამაში მოხალისეები ტალახში არიან ჩაფლულები და ცდილობენ ცხედრების მოძიებას და ამოყვანას.

GUARDIAN.GE