საქართველო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ესტუმრა.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.