საქართველო

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო ელექტრონული პორტალზე https://student.moh.gov.ge/ ;

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაფინანსება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და ამავდროულად მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, დახმარებას მიიღებენ ავტომატურად და პორტალზე რეგისტრაცია არ სჭირდებათ.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია: 
https://student.moh.gov.ge/static/media/instruction.f6a4c6d7.pdf?fbclid=IwAR1r8hmLmT-j04C8fwKVphN-PLGH4C_lo_Lf6y85Zh1DZQkpZvQnBqvWOJ4