საქართველო

სოფიო კილაძე: „სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან უღირსი ფორმებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური”

ჩვენი ქვეყნის ტრადიცია არის ქალის პატივისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალზე პოლიტიკოსზე მიმდინარეობს თავდასხმა ყველაზე უღირსი ფორმებით იმიტომ, რომ ის არის ქალი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები.

„სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან უღირსი ფორმებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები. ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური, სოციალურად ორიენტირებული და კარგად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაზე”, განაცხადა კილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეყოლება პირველად ისტორიაში ქალი პრეზიდენტი.