საქართველო

სოფელ ჰეშტიაში ახალგაზრდა პოეტის ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაული 21-ედ აღინიშნა

29 სექტემბერს, სოფელ ჰეშტიაში 21 წელია საზეიმოდ აღინიშნება ახალგაზრდა გარდაცვლილი პოეტის ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაული.

ნინოწმინდის მერიის ცნობით, ჰეშტიაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, მერიის სამსახურების უფროსები და დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრები.

ღონისძიების მონაწილენი იმყოფებოდნენ ვიქტორ ჰოვსეფიანის  სახლ-მუზეუმში, ჰეშტიის ვ. ჰოვსეფიანის სახელობის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა პოეტის სხვადასხვა ლექსები წაიკითხეს, რის შემდეგაც მოინახულეს პოეტის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ვიქტორ ჰოვსეფიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჰეშტიის №1 საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.