ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სომხეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდ. ამის შესახებ თავად ფაშინიანმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ვირუსით ინფიცირებული არიან ასევე პრემიერ მინისტრის ოჯახის წევრებიც.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. არანაირი სიმპტომები არ მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი, ტესტის გაკეთება გადავწყვიტე. დადებითი პასუხი აქვს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. როგორც ჩანს, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ“,- განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, მუშაობას მთავრობის რეზიდენციიდან განაგრძობს.