საქართველო

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი: სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის განმავლობაში ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები

სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები და არასოდეს გვქონია რამე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი, ქართველები და სომხები არამხოლოდ 100 წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ასობით ათასწლიანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ“, განაცხადა პრეზიდენტმა წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების შემდეგ.