ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია

სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე ხელმეორედ წამოყენებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

მას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 პარლამენტარი წავიდა. 105 წევრისაგან შემდგარ სომხეთის პარლამენტში პრემიერ მინისტრის ასარჩევად სულ 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

მთავრობის  პოსტზე მისი კანდიდატურა ფრაქცია „ელკმა“, „ბლოკ ცარუკიანმა“ და სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ბლოკიდან გამოსულმა რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ წარადგინა.

პარლამენტის სხდომა ერევნის „რესპუბლიკის მოედანზე“ მიმდინარე მასობრივი აქციის ფონზე წარიმართა.