საქართველო

სოზარ სუბარმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა და ქართულენოვანი წიგნები გადასცა

რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლას ესტუმრა. იგი მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა, რის შემდეგაც კომპიუტერული ტექნიკა და ქართულენოვანი წიგნები გადასცა.

აღნიშნული საჩუქრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ – მოგებული 3 000 ლარით იქნა შეძენილი.

გარდა ამისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იგივე სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი უსახსოვრა.

ღონისძიებას გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.