მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
განაჩენის გამოცხადებამდე კი მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა. მოსამართლემ ამის მიზეზად საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნები და არასრულწლოვნის გარდაცვალება დაასახელა.
19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის ვაჟიშვილის მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.