ავსტრალია, მსოფლიოს ახალი ამბები

სკანდალის გამო, ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბარნაბი ჯოისი აცხადებს, რომ იგი გადადგება ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მისი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად დამაზარალებელ საგას მოჰყვა, რომელიც მის ყოფილ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.

ჯოისმა თქვა, რომ იგი ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის პოსტს ორშაბათს დატოვებს.

როგორც BBC იუწყება, მანამდე, ჯოისი წინააღმდეგობას უწევდა მოწოდებებს მისი გადადგომის თაობაზე. ოპონენტთა ბანაკი მისი სამსახურებრივი წესების დარღვევაზე აკეთებდა აქცენტს.

„ეს ამჟამინდელი კაკაფონია საკითხებისა, გვერდზე უნდა იყოს გადადებული“, უთხრა მან რეპორტიორებს თავისი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.