აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს

სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთკვირიან ყრილობაზე მისი ძირითადი კონკურენტები არჩევნებს ჩამოსცილდნენ. მესამე ვადით არჩევა ქვეყანაში დღემდე არსებული პრეცედენტის დარღვევაა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა.

როგორც BBC იუწყება, შაბათს, ყრილობის დახურვის ცერემონიაზე სის წინამორბედი ჰუ ჯინტაო, აშკარა ჩანდა, რომ მისი ნების წინააღმდეგ გაიყვანეს დარბაზიდან, ხოლო სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის კარგად არ იყო.

პეკინში, პარტიის მე-20 ყრილობაზე, ჩინეთის მმართველი „კომუნისტური პარტიის“ ხუთწლიანი პოლიტიკური ციკლის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე, დაახლოებით 2,400 დელეგატი შეიკრიბა, სამთავრობო და საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად.

პარტიის ყრილობაზე პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის ახალი წევრები დასახელდნენ, მათ შორის შანხაის პარტიის ყოფილი ლიდერი ლი ციანი, რომელიც ახალი პრემიერი იქნება მას შემდეგ, რაც ორი ვადით პოსტზე მყოფი ლი კეციანი მარტში პრემიერის თანამდებობიდან გადადგება.

69 წლის სი ძინპინი, რომელმაც უსაზღვროდ განიმტკიცა ძალაუფლება და შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდეც კი დარჩეს გენერალური მდივნის პოსტზე, სავარაუდოდ, პარტიის ყველაზე ძლიერი ხელმძღვანელია კომუნისტური ეპოქის პირველი ლიდერის, მაო ძედუნის შემდეგ, რომელიც 1976 წელს გარდაიცვალა.

სიმ  საპრეზიდენტო ორი ვადის ლიმიტი 2018 წელს გააუქმა, რაც მას განუსაზღვრელი მმართველობის გზა გაუხსნა.

guardian.ge