აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი მთავარი ციხე-სიმაგრე, დეირ ალ-ზური აიღო

სირიის არმიამ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს უკანასკნელი მთავარი ციხე-სიმაგრე დეირ ალ-ზური აიღო, რომლის უდიდესი ნაწილი ისლამისტ მებრძოლებს 2014 წლის შემდეგ ჰქონდათ ხელში ჩაგდებული.

როგორც BBC იუწყება, სხვა ცნობების თანახმად, სირიის არმია მოკავშირეებთან ერთად ჯიჰადისტი მებრძოლებისაგან ქალაქის ბოლო წერტილებს ათავისუფლებს.

ამასობაში, საზღვრის მეორეს მხარეს ერაყის ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბასტიონში შევიდნენ. ალ-ყაიმის და მიმდებარე ტერიტორიების ხელში ხელახლა ჩაგდების ოპერაცია გასულ კვირას იქნა წამოწყებული.

კვირების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებისას, დეირ ალ-ზურის პროვინციიდან დაახლოებით 350 000 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა იძულებული მიეტოვებინა თავიანთი სახლ-კარი და გაქცევით ეშველა თავისთვის.

„ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვანი უკან დახევა

 

როგორც BBC-ის დიპლომატიური კორესპონდენტი ჯონათან მარკუსი წერს, სირიული სამთავრობო ძალების წარმატება ზრდის პოტენციურ შეტაკებებს მათსა და შეერთებული შტატების მხარდაჭერილ, უმეტესწილად ქურთული დანაყოფებისგან შემდგარ შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვანი დიდი ტერიტორია უკავიათ სირიაში.

ეს მძლავრი შემხსენებელია იმისა, რომ მაშინ როცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „ხალიფატის“ წინააღმდეგ ომს გამარჯვებით დასრულების პირი უჩანს, მდგომარეობა სირიაში, როგორც არასდროს, ისეთი კომპლექსური ხდება, აღნიშნავს მარკუსი.

რატომ არის დეირ ალ-ზური მნიშვნელოვანი?

ქალაქი მდინარე ევფრატის გასწვრივ მდებარეობს, დაახლოებით ნახევარი გზის სავალზე ერაყის საზღვარსა და რაყას შორის, სადაც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული „ხალიფატის“ მთავარი შტაბ-ბინები იყო განლაგებული.

„ისლამური სახელმწიფო“ აღნიშნულ ადგილს, როგორც „ევფრატის პროვინციას“, საზღვრის ორივე მხარეს ირჩევდა და იყენებდა მას მებრძოლების გადასაყვანად და იარაღის და საქონლის გადასატანად ერაყსა და სირიას შორის.

სირიის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეირ ალ-ზურის ალყა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში გაარღვიეს.

2015 წლის შემდეგ მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ანკლავში დაახლოებით 93,000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დატყვევებული.

GUARDIAN.GE