მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯონ მაკკეინი, სენატორი, პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას გასულ წელს ტვინის კიბო დაუდგინეს, დეკემბრის შემდეგ ვაშინგტონში არ გამოჩენილა და მის მშობლიურ არიზონაში იმყოფებოდა.

მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინ III 2018 წლის 25 აგვისტოს დღის 4.28 საათზე გარდაიცვალა. მასთან მეუღლე და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. იგი, სიკვდილის ბოლო წუთებამდე, 60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ამერიკის შეერთებულ შტატებს“.