საქართველო

სახელმწიფო კანცელარიაში ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სახელწმიფო კანცელარიაში გერმანიის კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები და პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.

ამ წუთებში პრემიერ მინისტრისა და კანცლერის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გაიმართება. მერკელი მედიისთვის პრესკონფერეციასაც გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც. გერმანიის კანცლერი შეხვდება სტუდენტებსაც და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

ანგელა მერკელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერკელი საოკუპაციო ზოლს ქართული დელეგაციის გარეშე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მოინახულებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც ხვალ, 24 აგვისტოს დასრულდება, პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. მანამდე კი, მერკელი თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების მიზნით იმყოფებოდა.