საქართველო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უაღრესად შეწუხებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მორიგი განცხადებით ეხმაურება და პოლიტიკური კრიზისისის განსამუხტად, ყველა მხარეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართისაკენ მოუწოდებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად შეწუხებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავების გამო.

პოლარიზებული რიტორიკა, ძალა და აგრესია  არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტის გზა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდოს ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა დაძაბულობების შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს და ჩაერთოს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, რათა გადაწყვიტონ ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი.

აშშ მზად არის  მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ საქართველოს“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.