საქართველო

სახელმწიფო დეპარტამენტი: „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობრივი შედეგი გამოიღოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმოქმედოს მის მიერ გამოხატული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკური მიკერძოებისაგან იყოს თავისუფალი.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობრივი შედეგი გამოიღოს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს მის მიერ გამოხატული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს თავისი ვალდებულები დემოკრატიის პრინციპების, პიროვნული თავისუფლების და კანონის უზენაესობისადმი იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა პოლიტიკური მიკერძოებისაგან არის თავისუფალი.

აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების განმტკიცებას“, აღნიშნულია განცხადებაში.