საქართველო

საქართველოში 13000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა სახელმწიფოს დახმარებით

1 თებერვლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში 13000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

29 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა საზღვარგარეთ ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 21 200-ზე მეტ მოქალაქეს.

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია ონლაინკონსულტაციები ქართველ ექიმ-ინფექციონისტებთან


საქართველოს დიპლომატიური მისიების ცხელი ხაზის ნომრები და განახლებული სტატისტიკა განთავსებულია ვებგვერდზე – www.mfa.gov.ge