საქართველო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და წლიური ლიმიტი იზრდება 8 000 ლარით

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება.


ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტული მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება (12 000 ლარის ნაცვლად გახდება 20 000 ლარი, ხოლო ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში 15 000 ლარის ნაცვლად 23 000 ლარი)

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.